2016-06-29 02:19:09, 1647 ნახვა
მსოფლიო
სტამბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის კადრები ვრცელდება - ვიდეო
ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტერორისტმა აეროპორტის დაცვას ცეცხლი კალაშნიკოვის ავტომატით გაუხსნა. ვრცელდება ვიდეოკადრები სადაც ჩანს, რომ ტერორისტი თავს იფეთქებს. აეროპორტში ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. სწორედ აფეთქების კადრები ვრცელდება თურქულ მედიაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან