08:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 10:51:50, 580 ნახვა

რეგიონი
დაბა შუახევში ადიდებულმა მდინარემ ოთხი ხიდი წაიღო

დაბა შუახევის ოთხი სოფელი - სომლეთი, მოქნილეთი, ლაკლაკეთი და წაბლანა ცენტრალურ გზას ვეღარ უკავშირდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“  დაბა შუახევის ადმინისტრაციულ სამსახურში განუცხადეს,  ძლიერი წვიმის შედეგად, უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმა ოთხი ხიდი წაიღო.

მათივე ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„წუხელ სამი საათის განმავლობაში ძლიერი წვიმა იყო, ზოგან სეტყვაც. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები. განსაკუთრებით ძლიერი სტიქია იყო უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ  ერთეულში  წყალმა ოთხი, დიდი ხიდი წაიღო. ოთხი სოფელი, სომულეთი, მოქნილეთი, ლაკლაკეთი და წაბლანა ცენტრალურ გზას ვეღარ უკავშირდება. ახლა უკვე გამოიდარა. ამ დროისთვის დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ დაბა შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics