08:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 15:02:23, 427 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში 7 ნოემბრები და 26 მაისები არ იქნება

ჩვენი ხელისუფლების პირობებში 7 ნოემბრები და 26 მაისები არ იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სოციალურ ქსელში ვლადიმერ ბედუკაძის მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ეხება.

წულუკიანის განმარტებით, ყველა მოქალაქეს აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და მას პატივი ყველამ პატივი უნდა სცეს.

„მე ეს არ მინახავს. ფეისბუკზე ყოფნის ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, მაგრამ, თუ ეს ასეა, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ყველა პარტიას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, მათ შორის ქუჩაშიც. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისები და აქედან გამომდინარე, ყველა მოქალაქემ გამოხატვის თავისუფლებას უნდა სცეს პატივი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სახელმწიფოში, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, მათ შორის ქუჩაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, მიიღებს ზომებს იმისათვის, რომ როგორც აქციები, ისე კონტრაქციები მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics