09:00 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 16:03:21, 371 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა რატიანმა ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ვაშინგტონში ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კორუფციის რისკების შესამცირებლად მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

უწყების ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიიღო.

პანელში „კორუფცია მტერი ნომერი 1“  გოჩა რატიანმა თავდაცვის უწყებაში გატარებული,  მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ  ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მტკიცე ნება  გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რაც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ეფექტური ანტიკორუფციული გარემოს ჩამოყალიბებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვისაა აუცილებელი.

გარდა ამისა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გოჩა რატიანი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა. მან ამერიკის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვდა. მხარეებმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამაში ქართველი სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების მონაწილეობასა და მიღებული განათლების მომავალში მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ამჟამად სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებსაც გაესაუბრა.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics