19:56 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 17:05:18, 1263 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია

თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ეთნიკურად ჩეჩენი აჰმედ ჩატაევია.

ამის შესახებ ინფორამციას Reuters-ი ავრცელებს.

აჰმედ ჩატაევი წარმოშობით ჩეჩენია და ის გაერო-ს ტერორისტთა სიაშია შეყვანილი.

ამასთამ, ჩატაევი რუსეთის ფედერაციის მიერ იძებნება. რუსეთის გამოძიების ინფორმაციით, ის ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელწმიფოს” რიგებში ახალი მებრძოლების გაწევრიანებით არის დაკავებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩატაევი სირიაში ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების რაზმს ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 239 დაშავებულიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 128 ადამიანი, მათგან 41 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics