07:39 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 19:50:47, 528 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას

"ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს და ქალბატონ დანიელა შადტს მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის და საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში ხანგრძლივი და სტაბილური მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ სტრატეგიულია და  ორმხრივი ურთიერთობების გაღრამავების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა დიდ შესაძლებლობებს ხედავს.

„მე ვარ ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

მე ვარ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც 200 წლის წინ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და ამდიდრებენ ჩვენ კულტურას და ყოფას.

ჩვენ ქვეყნებს შორის არის ძალიან საინტერესო ბიზნესპროექტები და სტრატეგიული პროექტები, რომელთა გაღრმავებაც ნამდვილად ორივე სახლემწიფოს ინეტერსებშია.

ამასთან ერთად, გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც ევროპულ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია და როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ჩვენ დაინტერესებული ვართ სიღრმისეულად, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული და პერსპექტიული.

საქართველო დაინტერესებულია ევროპის წარმატებაში, ევროპის ეკონომიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაღრმავებაში და საქართველო მზად არის ამ პროცესში იყოს აქტიური მოთამაშე.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც როდესაც საკითხი გლობალურ სტაბილურობას ეხება, არასდროს ვიფარგლებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ამბიცია ვიყოთ ევროპულ პროცესში უაღრესად ჩართულები და აქტიურები" - , აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ინტენსიური ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და ქართულ- გერმანული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

როგორც პრესკონფერენციაზე გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკიმ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და ასევე ჩვენ რთულ დღეებში ერთად ვართ.

„მიხარია, რომ ბოლო პერიოდში, ბევრი მაღალი რანგის ვიზიტი შედგა. ნათელი გახდა, რომ გერმანია მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ ინტენსიურად ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. გერმანიას რეგიონის  და თქვენი ქვეყნის სტაბილური და დინამიური განვითარების დიდი ინტერესი გაააჩნია.

მე ძალიან მიხარია, რომ რეფორმები ჩატარდა. ეს საერთაშორისოდ აღიარებულია. ჩვენ გვიხარია, რომ 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში.

ჩვენ ვილაპარაკეთ შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ჩვენ გვაინტერესებს რამდენად სტაბილურია შიდაპოლიტიკური ვითარება საქართველოში, მალე არჩევნები ჩატარდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენად პოლარიზებულია ქართული საზოგადოება ამ არჩევნების წინ.

მე შევიტყვე, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ინტერესებში შედის.

საქართველო მკვეთრად არის ორიენტირებული დასავლეთზე, ევროკავშირზე. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ ნაბიჯებზე, მაგრამ ცხადია, რომ არა მარტო ტრადიციების გამო, რომლებიც ჩვენ გვაკავშირებს, საქართველოს ეს გზა ევროპისაკენ მხარდაჭერილია, არამედ იმის გამოც, რომ არსებობს საკმაოდ რთული სიტუაცია ევროპის აღმოსავლეთით.

Brexit-ის შემდეგ ახალი სიტუაცია შეიქმნა ევროპაში და საინტერესოა იმის გაგება, რომ ევროპის სხვა რეგიონებში ევროპის პროექტს მხარს უჭერენ, ევროპულ ფასეულობებს იზიარებენ და რომ ევროპისკენ ხედვა აღმოსავლეთის მხრიდან იმედიანია. სწორედ ამ დღეებში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბატონო პრეზიდენტო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, არა მარტო თქვენი მეგობრობისთვის გერმანიასთან, არამედ თქვენი ვიზიტისათვის", - განაცხადა იოახიმ გაუკიმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics