08:28 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 22:13:23, 463 ნახვა

სპეციალური ანონსი
1-ელი ივლისის სპეციალური ანონსი

1 ივლისს, 08:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ამ პროცესს ტექნიკურ უნივერსიტეტში (VI კორპუსი, კოსტავას ქ. #77) არსებულ საგამოცდო ცენტრში დააკვირდება. 

1 ივლისს, 09:00 საათზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებას გააკეთებს (ტექნიკური უნივერსიტეტი, VI კორპუსი). 
საკონტაქტო პირი თეიკო ანჯაფარიძე - 577 500 935 

1 ივლისს, 10:00 საათზე, ”მაესტროს” ყოფილი თანამშროლები პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ 27 თანამშრომელს ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
მის.: ვაჟა-ფშაველას I შესახვ. 1/43, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შენობა 
საკონტაქტო პირი თამუნა ქემერტელიძე - 593 90 33 55 

1 ივლისს, 11:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატები” ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაახლებენ ქუჩის კამპანიას “თავისუფლება ჯარისკაცებს”. პარტიის ლიდერები აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას და მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავისი წვლილი შეიტანონ სამხედროების გათავისუფლებაში.
1 ივლისს, 11:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ევროპის საბჭო ციხის ჯანდაცვის 2014-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შუალედური შეფასების ანგარიშს წარადგენს.

1 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. 

1 ივლისს, 12.00 საათზე, კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, დასაქმების ფორუმს იწყებს.
მის.: ტექნოპარკი, ინოვაციების ქ. 7

1 ივლისს, 13:00 საათზე, ყოფილი პატიმარი, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ,,სააკაშვილისდროინდელი ციხეები, რომელმაც სულხან მოლაშვილი შეიწირა“; ,,დღევანდელ პროკურატურა, რომელმაც ყოფილ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციით დღემდე ვერ გამოიძია უკანონო პატიმრების საქმეები“.

1 ივლისს, 13:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პრერსკონფერენციას გამართავს, რომელზეც თბილისის მერიაში 2014 წლის 1-ელ დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსის დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზებთან/ყალბ მონაცემებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
მის.: აღმაშენებლის გამზ. #61

1 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართება, რომელიც სამომავლოდ პლატფორმის შექმნის მიზნით, უმაღლესი განათლების და მეცნიერების საკითხებზე იმუშავებს. 

1 ივლისს, 15:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით ქ. ამბროლაურში საჯარო განხილვა გაიმართება, სადაც განიხილება ცაგერის, ონის, ლენტეხისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების 2011-2015 შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები. 
მის: ბრატისლავა/რაჭის ქ. N11
საკონტაქტო პირი რუსუდან შამუგია - 577479999

1 ივლისს, 15:00 საათზე, ირაკლი ალასანია “თავისუფალი დემოკრატების’’ სხვა ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

1 ივლისს, 15:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2

1 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2

1 ივლისს, 16:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძეს შეხვდებიან.
საკონტაქტო პირი შორენა ლორთქიფანიძე - 599921842

1 ივლისს, 19:00 საათზე, ”თიბისი გალერეაში” ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, შემოსული თანხა კი 26 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობას მოხმარდება.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათაvო ოფისი

1 ივლისს, 19:00 საათზე, სოფელ მარაბდაში 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დაცემული გმირების უკვდავყოფის მიზნით ღონისძიება გაიმართება. 
მის.: სოფ. მარაბდა, ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის მემორიალი
საკონტაქტო პირი ზაირა მიქატაძე - 598 59 46 55

1 ივლისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი პარლამენტი“ ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
მის: კოსტავას ქ. #14
საკონტაქტო პირი მარიამ ჩარკვიანი - 555 42 24 00




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics