03:43 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 11:45:25, 835 ნახვა

სამართალი
"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი "მაესტროს" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს

"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი ტელეკომპანია "მაესტროს" წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს.

გუნდი  სასამართლოს სარჩელით  დღის პირველ ნახევარში მიმართავს.

საქმე იმ 27 თანამშრომელს ეხება, რომელსაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერების მიზეზად კი, შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დაასახელა, რაც თანამშრომლების გაფიცვას გულისხმობს.

როგორც "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდის წევრები აცხადებენ, ისინი გასული თვის განმავლობაში პერმანენტულად ვდილობდნენ არხის მენეჯმენტთან შეთანხმების მიღწევას და სასამართლოსთვის გვერდის ავლით პრობლემის მოგვარებას.

„თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებაში შემდეგი პუნქტი ჩადო: დასაქმებული "მაესტროს" წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას "მაესტროს" ეთერში გასული გადაცემებების "ბიზნესკონტაქტი","საქმიანი დილა" და "ანალიტიკის" დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით. მიგვაჩნია, რომ საავტორო უფლებებთან მიმართებით შემოქმედებით გუნდს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. ერთადერთი გზ,ა რომელიც არხის მენეჯმეტმა დაგვიტოვა, ეს არის სასამართლო",- განაცხადა ჟურნალისტმა ელენე ჩომახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სასამართლოში გუნდის 27 მოსარჩელე მაისის თვის ხელფასის სრულად ანაზღაურებას, იძულებითი მოცდენის კომპენსაციას და საშვებულებო კომპენსაციას ითხოვს. სასამართლოში გუნდის ინტერესებს პროფკავშირების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი დაიცავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics