07:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 15:03:36, 486 ნახვა

პოლიტიკა
მოგერინი: ასოცირების სრული ამოქმედებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ღრმავდება

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო  ღრმა და ფართო ხდება“,-ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის  ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია აღნიშნული. 

“საქართველოსთან ჩვენი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ფართო და ღრმა ხდება.  ევროკავშირი ელოდება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ქვეყანასთან, რომელიც კვლავ მუშაობს უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზებაესობა, გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო მოხელეების ანგარიშვალდებულების წესები და გამჭვირვალობა”, - აღნიშნულია მოგერინის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა.

ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.

გარდა ამისა, სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, ასევე თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, ტრანსპორტი, კორპორაციული სამართალი, გარემოს დაცვა, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, განათლება და ჯანდაცვა, კორპორაციული მმართველობა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics