06:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 16:34:37, 519 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიასა და შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო  უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ერთის მხრივ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ხოლო მეორეს მხრივ შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის  სასწავლო უნივერსიტეტის” რექტორმა ანზორ შარაშენიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის საგანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობის მიზნით. 

მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics