მიბჯენით ესროლეს, გარდაიცვალა. 

" />
04:29 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 10:30:31, 1192 ნახვა

სამართალი
მამაკაცი, რომელიც წუხელ კანდელაკის ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც წუხელ თბილისში კანდელაკის ქუჩაზე მიბჯენით ესროლეს, გარდაიცვალა. 

ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ცხაკაიას გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

დაჭრილს ორი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შემთხვევის თვითმხილველი მიხეილ ცხაკაიას დედა გახდა: მამაკაცი სახლში იმყოფებოდა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა დაუძახეს, სახლიდან გამოიყვანეს და სწორედ ამ დროს გაისმა სადარბაზოსთან სროლის ხმაც. მკვლელობის მოტივი დაუდგენელია, მეზობლები შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრობენ, თუმცა, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მიხეილ ცხაკაიას პირადი მტრები არ ჰყავდა და არც საეჭვო პირებთან ან ჯგუფებთან ურთიერთობაში ყოფილა შემჩნეული. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics