05:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 11:06:13, 969 ნახვა

სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 35-ე საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბი“-ს პრეზიდენტი გოჩა ა. და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბი“-ს პრეზიდენტი გოჩა ა. და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს  დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბში“ ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს  (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics