04:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 10:58:06, 836 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ბრძანებას აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი უკვე მოაწერა.
როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე  გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ თვლის, რომ მოსკოვი  უკრაინასთან მიმართებაში თავისი ქმედებებით და დამოკიდებულებით აშშ-ს  ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის.
განცხადებაში ასევე საუბარია, რომ მოსკოვი თავისი ქმედებებით უკრაინის დემოკრატიულ პოროცესებს ძირს უთხრის, ასევე საფრთხეს უქმნის მის სტაბილურობას  და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსეთს სანქციები პირველად 2014 წლის 6 მარტს დაუწესა, როდესაც ბარაქ ობამამ ბრძანება ნომერ 13660-ზე ხელი მოაწერა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics