2015-03-04 16:22:16, 358 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ბუნდესვერის „შიდა მართვის“ სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის „შიდა მართვის“ სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა, საზღვაო ფლოტის კაპიტან მარტინ პიშოტის ხელმძღვანელობით, თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის სემინარი „შეიარაღებული ძალები დემოკრატიაში“ გამართეს. სემინარის ფარგლებში გერმანულმა მხარემ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს გერმანიის შეიარაღებული ძალების შექმნის ისტორია გააცნეს და ბუნდესვერის სტრუქტურისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჯარისკაცის უფლება-მოვალეობებს, სამხედრო ომბუდსმენის არსებობის მნიშვნელობას და მის ფუნქციებს. სემინარზე ბუნდესვერის წარმომადგენლებმა ყურადღება ჯარში საპარლამენტო კონტროლსა და განათლების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ერთ-ერთი თემა ბუნდესვერის კონსტიტუციურ სამართლებრივი სტატუსი იყო. სემინარი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|