01:16 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 17:52:50, 828 ნახვა

მსოფლიო
ნემცოვის მკვლელობაში პასუხისმგებლობა „რუსიჩის“ წევრებმა აიღეს

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში პასუხიმგებლობა სამმა მამაკაცმა აიღო, რომლებიც საკუთარ თავს  „ნოვოროსიის“  პარტიზანთა დაჯგუფება „რუსიჩის“ წევრებს უწოდებენ.
 პარტიზანულმა დაჯგუფებამ  ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
 „რუსიჩის“ წევრების თქმით, ბორის ნემცოვის მკვლელობით 1 მარტს მოსკოვში დაგეგმილი ანტიკრიზისული მარშის გაზაფხულის ჩაშლა სურდათ.
„ჩვენ „ნოვი როსიის“  პარტიზანები,  „რუსიჩის“  წევრები  მარშის წინა დღეს მოსკოვის  მერიის გამყიდველობის მიუხედავად, „ნოვი როსიის“  სამხედრო საბჭოზე მივიღეთ  გადაწყვეტილება და სისრულეში  მოვიყვანეთ განაჩენი  პროამერიკელ ნემცოვთან დაკავშირებით, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ყიდდა  ჩვენს სამშობლოს, ჩვენს  ხალხს. ეს იყო ჩვენი სურვილი მოგვეწყო საჩვენებელი აქცია. თუ რუსეთის გამყიდველები გონს არ მოეგებიან  და არ შეწყვეტენ ანტი სახალხო მოძრაობას, ამ შემთხვევაში მათთვისაც ასეთი განაჩენი იქნება გამოტანილი“,- აღნიშნა დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს,  რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას 6-ჯერ ესროლეს, რომელთაგან  4 მოხვდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics