05:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 18:42:32, 1451 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი: აუცილებლად გავარკვევთ, ვინ იდგა მიუნხენის თავდასხმის უკან

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ხელისუფლება და დაზვერვის სამსახურები აუცილებლად გაარკვევენ, ვინ იდგა მიუნხენის თავდასხმის უკან და როგორ მოხდა რამდენიმე დღის წინ ბავარიაში სამგზავრო მატარებელში მყოფი თავდამსხმელის რადიკალიზება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მერკელმა აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობისა და ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.

"მოტივი და მიზეზი თუ რატომ ჩამოვიდნენ ისლამისტებთან დაკავშირებული ადამიანები გერმანიაში ჯერ კიდევ გასარკვევია. გუშინ მიუნხენში, იმ ადგილას, სადაც თავდასხმა განხორციელდა, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო და ეს თავისთავად ძალიან მძიმე ფაქტია.  რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? ეს ჩვენი სამართალდამცველები არიან, რომლებიც ძალიან კარგად გაუმკლავდნენ არსებულ ვითარებას, მათ ყველა დანარჩენ ქალაქში უზრუნველყვეს ადამიანების უსაფრთხოება, ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი ერთმანეთთან და ქმნიდნენ დაცულ გარემოს.  ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მიუნხენის მოსახლეობას. მოქალაქეები ერთმანეთზე ზრუნავენ და აჩვენეს, თუ როგორია ცხოვრება ტავისუფალ საზოგადოებაში. მივიღეთ ბევრი შეტყობინება მეზობელი ქვეყნებიდან, მათ გვაგრძნობინეს, რომ ფიქრობენ და მხარდაჭერას უცხადებენ გერმანისა და მის ხალხს. გერმანიის ხელისუფლება და უსაფრთხოების სამსახურები გააკეთებენ ყველაფერს მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics