07:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 17:41:23, 510 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე „Absolut Investment Group“ -ის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო  ჯგუფის  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე სვეტაკოვი მიიღო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, „Absolut Investment Group“ -ის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქმიან ვითარებაში წარიმართა.

რეგიონის პირველმა პირმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან ერთად აჭარაში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე პროექტები პირადად გააცნო. კომპანია სასტუმრო და სათამაშო ბიზნესით არის დაინტერესებული.

"Absolut Investment Group“  ცხრა წევრიანი შემადგენლობით ბათუმში პირველად იმყოფება. მათი ჩამოსვლის მიზანია ადგილობრივი საინვესტიციო ბაზრის შესწავლა და საქართველოში სამომავლოდ საინვესტიციო პროექტების განხორციელება. საინვესტიციო ჯგუფს ხელმძღვანელობს ალექსანდრე სვეტაკოვი , რომლის აქტივებიც შეადგენს 3,1 მილიარდი დოლარს.

როგორც ბიზნესმენმა საუბრის დროს განაცხადა, ეს გაცნობითი ხასიათის ვიზიტია და ახლო მომავალში ის კონკრეტული წინადადებით ჩამოვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics