09:19 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 09:17:23, 717 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება

დღეიდან  ქუთაისის ქუჩა  2 სექტმებრის ჩათვლით გადაიკეტება და დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.  

„25 ივლისს, 11 საათიდან ქუთაისის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იწყებს წყლისა და კანალიზაციის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მიწისქვეშა სისტემების მოწესრიგების შემდგომ,  დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს გზისა და ტროტუარების მოასფალტებას.

დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ივლისიდან                                 2 სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება და დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები:

N51 ავტობუსი წერეთლის გამზირიდან ჩაუხვევს ცაბაძის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ავა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე და გზას განაგრძობს დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები კი, ქუთაისის ქუჩის ნაცვლად, წერეთლის გაზირიდან მოუხვევენ გვეტაძის ქუჩაზე და აგლაძის ქუჩიდან გადავლენ  ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე.

რაც შეეხება ვახუშტის ხიდიდან აგლაძის ქუჩისაკენ მოძრავ მიკროავტობუსებს, ჩავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ხოშარაულის ქუჩის გავლით მოხვდებიან აგლაძის ქუჩაზე“,-ნათქვამია განცხადებაში.  

(NS) 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics