08:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 13:00:47, 710 ნახვა

საზოგადოება
მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტე პროექტი  მდინარე ნატანების კალაპოტში განხორციელდა.

უწყების ცნობით,  მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე  და მისი რეკომენდაციით ხორციელდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

აღნიშნული სამუშაოები შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ  ტარდება.  ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-დაკლების შესაბამისად მოძრაობს და მდინარის ზედაპირზე მცურავი  ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტების  შეკავებას უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე ანალოგიური სამუშაოები სხვადასხვა მდინარის კალაპოტში მიმდინარეობს.

(NS)

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics