2016-07-26 13:20:54, 1866 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ერთ-ერთ ეკლესიაში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს
დანებით შეიარაღებულმა ორმა პირმა, სენტ-ეტიენ-დიუ-რუვრეს ეკლესიაში მძევლები აიყვანა.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. ამჟამად გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეობაში სავარაუდოდ ოთხიდან-ექვსამდე ადამიანი იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია საფრანგეთის პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საგანგებო მდომარეობა მოქმედებს, რომელიც პარიზის ტერაქტების შემდეგ გამოცხადა და ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ გახანგრძლივდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან