21:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 19:25:04, 1087 ნახვა

სამართალი
პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლას იქამდე არ აპირებს, სანამ პრემიერს არ შეხვდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლას იქამდე არ აპირებს, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

პაპუაშვილის თქმით, მოსამართლეებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, იბარებენ გამოკითხვაზე და ეუბნებიან, რომ თუ არ გამოცხადდებიან, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. 

„დღემდე ველოდები პრემიერთან შეხვედრას და იმედია,  ეს შეხვედრა შედგება. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ კითხვითი ნიშნები არ გაჩნდეს გამოძიებასთან, რომელთან უნდობლობის დიდი საფუძველი გვაქვს ბოლო თვეების განმავლობაში. ამის ნაცვლად პროკურატურამ შტურმით აიღო მოსამართლეების სახლები და სამუშაო ადგილები,ზოგს ერთი საათით ადრე იბარებდნენ, გამოცხადებულიყვნენ დაკითხვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღიძვრით ემუქრებოდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკურპირველ პირებთან შეხვედრა იქნება შანსი, რომ ეს საქმე რეალურად გამოიძიოს  პროკურატურამ და არ ჩაფარცხოს.

ცნობისთვის, გიორგი პაპაუაშვილი მთავარ პროკურატურაში ხვალ არის დაბარებული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics