06:07 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 12:41:07, 676 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური NDI-ის კვლევაზე: ნატო-ში გაწევრიანებას დაახლოებით 20% უჭერს მხარს - 64% აბსურდია

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთინი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს.

„ექსპრესნიუსთან“ საუბრისას დეპუტატმა განცხადება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობაზე გააკეთა.

მისი თქმით, NDI ცდილობს ხალხი დააზომბიროს და ამომრჩევლებმა არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გააკეთონ.

“NDI-ის კვლევას როდის ვენდობოდი, რომ ახლა ვენდო. არსებობს კი მათი ნდობის რაიმე მოტივი? მათი გამოკვლევები „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილებს ემსახურება. რატომღაც, ეს კვლევები მმართველი პარტიის ინტერესებსაც დაუახლოვდა. ხელისუფლების გაცხადებული კურსია, რომ მათ ნატო-ში უნდათ შესვლა. კვლევებით ამომრჩევლის ზომბირებას ცდილობენ, რათა მათ დააჯერონ, რომ ქვეყნის დასავლეთისკენ სვლა გარადაუვალია. აქედან გამომდინარე, ეს ორი პარტია ცდილობს, ხალხმა არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასა“ შორის გააკეთოს. ნატო-ში გაწევრიანების მსურველი, რომ 64%-ია, ეს აბსურდია. ევროკავშირს კიდევ შეიძლება, რომ ამომრჩეველთა 50% უჭერდეს მხარს. რაც შეეხება ნატო-ს მაქსიმუმ 20-30%-იც აღარ დარჩა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მხარს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიასნში გაწევრიანებას უჭერდეს“, - განაცხადა მეჭიაურმა.

ცნობისთვის, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% მხარს ევროკავშირში, ხოლო 64% ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics