07:46 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 15:55:53, 705 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის ავტომანქანებს შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის (სოფლის ექიმებისათვის) მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში 11 ავტომანქანის შესაძენად გათვალისწინებულია 200,000 ლარი.

ავტომანქანების გადაცემის შემდეგ გაიზრდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მობილურობა და მოსახლეობას დროულად მიეწოდება სამედიცინო მომსახურება.

სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის უწყვეტი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სამინიტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს ადგილზე დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის სახით ყოველთვიურად ურიცხავს 300 ლარს, ბარში დასაქმებულებს 150 ლარს.

სოფლის ექიმის მობილობის გაზრდის მიზნით 2014 წელს სამინისტრომ შეიძინა 21 მაღალი გამავლობის ავტომობილი და სარგებლობაში გადასცა მაღალმთიანი აჭარის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს.

სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სახელფასო ანაზღაურება და პირველადი სამედიცინო მოხმარების მედიკამენტებით უზრუველყოფა, აღნიშნული მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე მიიღოს ექიმამდელი სამედიცინო მომსახურება.

2014 წელს გადამზადდა თემის სამედიცინო პუნქტის 300-მდე მედდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics