10:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 14:53:02, 677 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე C ჰეპატიტთან ბრძოლის აქციაში ჩაერთო

დღეს მსოფლიო ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ამ დღესთან დაკავშირებულ სპეციალურ აქციაში ჩაერთო.

მათივე ცნობით, 27 ივლისიდან რეგიონში დაიწყო სკრინინგ ორკვირეული, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორიები ქალაქ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უზრუნველყოფს უფასო ტესტირებას მოსახლეობაში.

ზურაბ პატარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და ჯანდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებმა საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიატორიაზე C ჰეპატიტის სკრინინგისათვის მოწყობილი მოძრავი ამბულატორია დაათვალიერეს.

პატარაძემ C ჰეპატიტის შემოწმება მეუღლესთან და სხვა მოხალისეებთან ერთად გაიარა.

აქციაში ჩართვის მიზანი ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო.

,,ჩვენი რეგიონიდან პროგრამაში ჩართულმა 400-მა პაციენტმა უკვე წარმატებით დაასრულა მკურნალობა. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 800 პაციენტი. თუმცა, ამ უკურნებელ სენთან ბრძოლას ართულებს ის ფაქტი, რომ ადამიანები მალავენ თავიანთ დაავადებას, ამას ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმაც. ჩემი აქ მოსვლის მიზანიც სწორედ ისაა, რომ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, დაძლიონ ეს წინააღმდეგობა, მივიდნენ სამედიცინო ცენტრებში, ჩაიტარონ გამოკვლევები, რაც მათი ამ ვირუსით დაავადების ეფექტური და დროული მკურნალობის საშუალებას მისცემს"-აღნიშნა პატარაძემ.

ბათუმის მოსახლეობა მთელი დღის მანძილზე შეძლებს ჰეპატიტის დიაგნოსტიკას. მობილური ლაბორატორიები განთავსდება ბათუმის ზღვისპირა ზოლში.

კერძოდ, რესტორან ,,სანრემოს", საზაფხულო თეატრისა და მოცეკვავე შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ღონისძიების მიზანიც სწორედ ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მსოფლიო დონის უპრეცედენტო პროგრამას C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით და ბოლო მონაცემებით ამ პროგრამაში ჩართული მოქალაქეების 90 პროცენტი უკვე განიკურნა ამ სენისაგან. აჭარის რეგიონში ღონისძიების ხელშემწყობები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი იმედი".

(NS) 








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics