20:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 10:39:03, 811 ნახვა

პოლიტიკა
NDI - გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქართველ და საერთაშორისო დამკვირვებლებს ენდობა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქართველ და საერთაშორისო დამკვირვებლებს ენდობა.

დასმულ კითხვაზე, ენდობიან თუ არა ქართველ დამკვირვებლებს, გამოკითხულთა 33%-მა განაცხადა, რომ ენდობა, 42%-მა აღნიშნა, რომ ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 20%-მა, რომ არ ენდობა.

რაც შეეხება უცხოელ დამკვირვებლებს, გამოკითხულთა 45%-ი მათ ენდობა, 34 %-ი ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 15 % -ი მათ არ ენდობა.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics