07:16 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 18:47:35, 698 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: არ შეიძლება ქართველებმა მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ

დღეს ვიზეიმეთ უდიდესი დღესასწაული "ვაჟაობა", დღესასწაული, რომელიც ქართველი კაცის სულიერების სიღრმეზე მიუთითებს და მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად უკიდეგანოა ქართველი კაცის კაცთმოყვარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა. 

პემიერის თქმით, დუშეთი ის ადგილია, რომელიც საქართველოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა.

"დღეს ვიზეიმეთ უდიდესი დღესასწაული ვაჟაობა, დღესასწაული, რომელიც ქართველი კაცის სულიერების სიღრმეზე მიუთითებს და მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად უკიდეგანოა ქართველი კაცის კაცთმოყვარეობა. ჩვენ მართლა დიდი ქვეყნის შვილები ვართ, შესანიშნავ ზეიმზე ჩვენ ვაჟას პოეზია წაგვიკითხეს, ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა გუჯა ბურდულმა. ჩვენ იმ ადგილას ვიმყოფებით, რომელიც ყოველთვის საქართველოს უსაფრთხოების და ყოფნა-არყოფნის დროს, გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა საქართველოსთვის ბრძოლაში. მთიელები ყოველთვის, საუკუნეების მანძილზე იდგნენ საქართველოს დამცველთა რიგებში პირველ ადგილზე. დღეს ჩვენ უნდა შევეხიდოთ მთას და უნდა დაგიდგეთ გვერდით, რომ საქართველო გადავარჩინოთ. მთის გარეშე საქართველოს განვითარება შეუძლებელია, და საქართველოს, ქართველი კაცის ბუნების, მისი საუკეთესო თვისებების შენარჩუნება შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება ერმა მხოლოდ პოლიტიკით იცხოვროს. 

"არ შეიძლება ქართველებმა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიკვებოთ პოლიტიკით. ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ჩვენი გუნდის, ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება. არ შეიძლება ყოველ დღე ვუყუროთ ტელევიზიით, თუ როგორ ილანძღებიან ადამიანები, როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს, ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა", - განაცხადა პრემიერმა. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics