04:23 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-31 10:29:38, 1118 ნახვა

სამართალი
შოთაძე: გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა შემდეგ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდება

 „გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა მისივე თხოვნით შემდეგ კვირას  საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდება“,-ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ „იმედის დროსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი დაკითხულია.

„ამ ეტაპზე,  საკონსტიტუციო სასამართლოს   ყველა წევრი დაკითხულია. მე და გიორგი პაპუაშვილი შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გამოძიება ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში წარიმართებოდა. ასევე შევთანხმდით რომ შემდეგ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა გაიმართება. პაპუაშვილის თხოვნით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, შეგვიძლია, საზოგადოების წინაშე შუალედური ანგარიშით წარსვდგეთ. ჩვენ შემდე კვირაში კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბრებთ. ეს საქმე მთელ ქვეყანას აინტერესებს. რაც შეეხება გამოძიების უნდობლობას, პაპუაშვილის მხრიდან ცუდი მესიჯები ისმოდა და მსგავსი რამ არ უნდა გაჟღერებულიყო. ჩვენ ნებისმიერ საქმეზე ვახდენთ რეაგირებას, ამ საქმეზე კი არ მოუმართავთ. შესაბამისად, წინასწარ პროკურატურასთვუს უნდობლობის გამოცხადება, არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა  შოთაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics