00:04 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 16:40:15, 488 ნახვა

საზოგადოება
109 დევნილ ოჯახს ახალი სახლის გასაღები გადაეცა

იძულებით გადაადგილებულ  109 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა,  იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ გადასცეს.

ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება   5.560.000  ლარია.

უწყების ინფორმაციით, დღესვე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მინისტრმა სოზარ სუბარმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ის  ნგრევადი ობიექტები მოინახულეს,  საიდანაც 45 დევნილი ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა. ამ განსახლებით,  ქუთაისში,  8 ისეთი  ობიექტი დაიხურება, რომლებიც შენობის მძიმე მდგომარეობის გამო, საფრთხეს უქმნიდა  იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„ოცხელის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით,   განაცხადი  1850-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც  „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად“,  ბინა 109 ოჯახს გადაეცა. კრიტერიუმების შესაბამისად ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭირვალედ წარმართვის მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალხო დამცველის აპრატის, ადგილობრივი და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები, სწორედდანიის ლტოლვილთა საბჭოს(DRC) მონაწილეობით ჩატარდა იმ ნგრევადი ობიექტების პროფაილინგი საიდანაც 48 დევნილმა ოჯახმა ახლადრეაბილიტირებულ შენობაში მიიღო ბინა. 22 წლის განმავლობაში, მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფიდევნილები, ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლში იცხოვრებენ.  

109 ბინიდან  44 -ერთოთახიანი,53-ოროთახიანი, 12 ბინაკი-სამოთახიანია.აღსანიშნავია, რომ 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსი და გარეინფრასტრუქტურაც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ყველა საცხოვრებელ ბინას ინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული სანათები, სანაგვე ურნები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა.პროექტის განხორციელების განმავლობაში მშენებლობაზე170-მდე ადამიანი დასაქმდა,  საიდანაც 25 %  იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

2013-2014 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 14 შენობის რეაბილიტაცია განახორციელა და ჯამში,  საცხოვრებლი სახლი  576 ოჯახს გადაეცა“,-ნათქვამია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics