02:49 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 16:39:31, 348 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს შვეიცარიის საელჩოს გავლით დღეს სპეციალურ საპროტესტო ნოტას გაუგზავნის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წვრთნებთან დაკავშირებით  განუცხადა.

ბერუჩაშვილის თქმით, აღნიშნული ნაბიჯით, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები, პრინციპები დაარღვია და აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

„წვრთნების დაწყების თაობაზე  ერთდროულად ეცნობა ყველა ჩვენს პარტნიორს, მსოფლიოს ყველა წერტილში.  ჩვენს საელჩოებს მიეცათ ინსტრუქციები, რომ დედაქალაქებში მოლაპარაკებები გამართონ. დღეს რუსეთს შევიცარიის საელჩოს გავლით, სპეციალურ საპროტესტო ნოტას გადავცემთ,“ - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა. 

ცნობისთვის, 2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.  სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში.  სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) „Игла“, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - „Тунгуска“, საზენიტო საარტილერიო კომპლექსები «Шилка», საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, «Стрела-10», «Тор» და «Оса». სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე  მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics