07:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 11:03:10, 1628 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის წევრი მიგრანტების შესაშინებლად საზღვარზე ღორის თავების განთავსების იდეით გამოვიდა

უნგრელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი დიორდ შოპფლინი მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად საზღვარზე ღორის თავების განლაგების ინიციატივით გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, სკანდალური განცხადების შემდეგ ევროპარლამენტის წევრი, ქსენოფობიასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულეს.

შოპფლინმა სკანდალური კომენტარი სოციალურ ქსელ Twitter-ში დატოვა. ადამიანის უფლებაათა დაცვის ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპული განყოფილების თანამშრომელმა, ენდრიუ სტრილიაინმა 19 აგვისტოს Twitter გაავრცელა The Washington Post-ის სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ უნგრეთის საზღვარზე მიგრანტების შესაშინებლად საფრთხობელები დააყენეს. მომდევნო დღეს შოპფლინმა უფლებადამცველს უპასუხა, რომ მიგრანტების შეშინება უფრო ეფექტიანი ღორის თავებით იქნება.

ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, უნგრელმა პოლიტიკოსმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა.მისივე განმარტებით, ის ბოდიშის მოხდის აუცილებლობას არ ხედავს, რადგან არავინ დაუმცირებია.

უნგრეთმა მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად მკაცრ ზომებს მიმართა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მაღალი ღობეა აღმართული, რომლის გასწვრივ უნგრეთის არმია პატრულირებს. ოქტომბერში უნგრეთში რეფერენდუმი გაიმართება, რომლის დროსაც მოსახლეობამ უნდა უპასუხოს შეკითხვას, ეთანხმებიან თუ არა ევროკავშირის გეგმას ევროპულ ქვეყნებში მიგრანტების კვოტირების სისტემით განაწილების შესახებ.

ცნობისთვის, 76 წლის შოპფლინი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია. ის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში და სხვა ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა ლექციებს. უნგრელი პოლიტიკოსი 1970-იან წლებში ტელეკომპანია BBC-ში მუშაობდა. ის ევროპარლამენტში 2004 წელს აირჩიეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics