05:39 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 12:30:57, 573 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე ბზიავას ფილმი "მექელეხე" საერთაშორისო კინოფესტივალზე La Cabina მიიღებს მონაწილეობას

ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ფილმების წარმატება გრძელდება. ახალგაზრდა რეჟისორის, თორნიკე ბზიავას ფილმი „მექელეხე"  ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ყოველწლიურ საერთაშორისო კინოფესტივალზე, La Cabina მიიღეებს მონაწილებას.

თორნიკე ბზიავას ფილმი „მექელეხე" ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც "ქელეხების" შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს.

"მექელეხე" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო "პრომეთე" გადასცეს. ფილმი წელს საფრანგეთში, კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარდგენილი.

თიბისი ბანკმა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებაზე დამატებით 100 000 ლარით დააფინანსა, რამაც გაზარდა კინოწარმოების ფონდი და შესაძლებელი გახდა დაგეგმილზე მეტი ფილმის დაფინანსება. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში კინემატოგრაფის განვითარების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში ჩაერთო კერძო ბიზნესი. 

საერთაშორისო კინოფესტივალი La Cabina  წელს ესპანეთში 3-13 ნოემბერს ჩატარდება.

(RS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics