2016-08-24 12:55:33, 1627 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში მიწიძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21-ს მიაღწია, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მედიის ინფორმაციით, უცნობია, თუ რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქი ამატრიჩე დააზარალა. როგორც მერმა სერჯიო პეროციმ განაცხადა, ქალაქის ნახევარი ნანგრევად არის ქცეული. ამჟამად მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილთათვის დროებითი თავშესაფრის ორგანიზებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს განსათავსებლად უკვე გადასცეს 650 ბინა. შეგახსენებთ, რომ მიწიძვრის ეპიცენტრი ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა. მიწისძვრის გამო იტალიის პრეზიდენტმა სიცილიაში ვიზიტი სასწრაფოდ შეწყვიტა და რომში დაბრუნდა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|