08:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 18:17:34, 619 ნახვა

პოლიტიკა
ნიდერლანდების სამეფო „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელებაში წვლილს შეიტანს

ნიდერლანდების სამეფომ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიდერლანდების მხარემ აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება არსებითი პაკეტის კონკრეტული პროექტების იმპლემენტაციაში ნიდერლანდების სამეფოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. 
 
აღნიშნულის შესახებ  საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოჰანეს დუმამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს აცნობა.
 
ელჩის ინფორმაციით ნიდერლანდების სამეფო არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში სხვა პროექტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (Defence Institution Building School) ფინანსური უზრუნველყოფის პროცესში. კერძოდ, ჩაერთვება აღნიშნული სკოლის სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებაში. შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ზოგადად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე.
 
შეხვედრის დასასრულს დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა იოჰანეს დუმას არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების სამეფო კვლავაც გააგრძელებს უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics