08:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 16:09:19, 1739 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ოპოზიციის ლიდერის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს

თურქეთში ოპოზიციის ლიდერის, "რესპუბლიკური პარტიის" ხელმძღვანელის ქემალ ქილიჩდაროღლუს კორტეჟს ცეცხლი გაუხნეს, - ამის შესახებ Hurriyet იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ართვინში მოხდა. პოლიტიკოსის დაცვამ თავდამსხმელებს საპასუხო ცეცლხი გაუხსნა.

როგორც CNN Turk იუწყება, თავდასხმის შედეგად ოპოზიციონერი არ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე ჟანდარმერიის დანაყოფები მივიდნენ.

ცნობისთვის, მაისში თურქეთის გენერალურმა  პროკურატურამ ქილიჩდაროღლუს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზი პოლიტიკოსის განცხადება გახდა, რომლის გამოც ხელისუფლებამ ის ძალადობისკენ წაქეზებაში დაადანაშაულა. ოპოზიციის ლიდერმა მაშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მმართველობის საპრეზიდენტო სისტემაზე სისხლისღვრის გარეშე ვერ გადავა.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ “კუდიანებზე ნადირობა” უნდა შეწყვიტოს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics