07:31 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 16:15:48, 1682 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: რუსეთს მსოფლიო მასშტაბით ვითარების დესტაბილიზაცია სურს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთს მსოფლიო მასშტაბით ვითარების დესტაბილიზაცია სურს, - ამის შესახებ პოროშენკომ ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს, უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილად აქციოს.

“პუტინის მიზანია უკრაინიაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა. მათ არ სჭირდებათ არც დონეცკი და არც ლუგანსკი. მათ უნდათ, რომ მთელი უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილი იყოს. მათ მსოფლიო უსაფრთხოების დარღვევა სურთ... მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: მსოფლიო უნდა იყოს ნაკლებად სტაბილური, ნაკლებად დაცული”, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ცნობისთვის, ამერიკულმა ტელეკომპანიამ ინტერვიუ უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩაწერა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics