20:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 17:57:04, 740 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: „ნაციონალების“ პირველი ოცეული ბრძოლისუნარიანია და მმართველ გუნდს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ადამიანები საკუტარი საქმის პროფესიონალები არიან და საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიული საარჩევნო სიის პირველი ოცეული ბრძლისუნარიანია და ის მმართველ გუნდს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. შეიძლება, ამ ადამიანების ფასეულობები ზოგიერთისთვის მისაღებია და ზოგიერთისთვის მიუღებელი, მაგრამ ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან და ეს ადამიანთა ჯგუფი მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ფასეულობების მატარებელია. სწორედ ეს არის მთავარი. ჩემი აზრით, ამ ოცეულიდან გმაომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება მეორე ძალა, რომელსაც სოლიდური ფრაქცია ეყოლება. არ დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც დამარცხების შემდეგ პოლიტიკური არენიდან არ გამქრალა. ქართული დემოკრატიისთვის, ეს გიგანტური წინგადადგმული ნაბიჯია. ამ პარტიაში უკვე ახალი სახეები მოდიან და პარტია სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ქართული დემოკრატია ტაატით, მაგრამ მაინც მიდის ორპარტიული სისტემისკენ. ეს მმართველ პარტია აიძულებს, რომ ფრთხილად იყოს. სწორედ ამან დაღუპა იგივე სააკაშვილიც. ის სულ სხვანაირად მოიქცეოდა ძლიერი კონკურენტი რომ ჰყოლოდა. ეს დემოკრატიისთვის აუცილებელი ნაბიჯია“, - განაცხადა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წარდგენა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდა.

საპარლამენტო უმცირესობის ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დავით ბაქრაძე; 2. სანდრა რულოვსი; 3. ელენე ხოშტარია; 4. რომან გოცირიძე; 5. ნიკა მელია; 6. გიორგი ტუღუში; 7. ოთო კახიძე; 8. სალომე სამადაშვილი; 9. ირაკლი აბესაძე; 10. სერგი კაპანაძე; 11. სერგო რატიანი; 12. გიორგი კანდელაკი; 13. ლელა ქებურია; 14. აკაკი ბობოხიძე; 15. გიგა ბოკერია; 16. თენგიზ გუნავა; 17. ირმა ნადირაშვილი; 18. მამუკა ჩიქოვანი; 19. თინათინ ბოკუჩავა; 20. გიორგი თევდორაძე.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics