22:04 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 10:30:24, 655 ნახვა

საზოგადოება
ახალციხეში სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ახალციხის განახლებული შენობა გახსნა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ახალციხის სამმართველოს განახლებული შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, შეკეთდა სასწავლო კოშკურა. შს მინისტრის მოადგილემ სამმართველოს რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა. განახლებულ შენობაში 33 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი იმუშავებს. "შს სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2016 წელს განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 11 შენობა და აშენდა 1 ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე 3 ახალი ნაგებობის მშენებლობის დასრულება და 1 ძველი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება",-განმარტავენ შსს-ში.


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics