05:27 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 11:24:52, 788 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: კოალიციის დაშლის მიზეზი ლევან მამალაძის ფაქტორი გახდა

პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კოალიცია, რომელშიც მისი პარტიის გარდა „სახალხო ხელისუფლება“ და „ჩვენი სამშობლო“ იყვნენ გაერთიანებული დაიშალა.

თამაზ მეჭაურის განცხადებით, ამის მიზეზი ლევან მამალაძე გახდა, რომელიც კოალიციაში შემავალ ორივე პარტიას თავად მართავდა.

„ჩვენი კოალიცია დაიშალა. ჩვენ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტის „სახალხო ხელისუფლების“ უკან ლევან მამალაძე დგას.  თუმცა, იურიდიულად ეს არ დასტურდებოდა. თუმცა, ფაქტიურად, გუშინ, საკმაოდ სარწმუნო წყაროებიდან დადასტურდა, რომ მამალაძე არა თუ უკან დგას, არამედ „სახალხო ხელისუფლებას“ სწორედ მამალაძე მართავს. გარდა ამისა, ჩენს  კოალიციაში შემავალი მეორე პოლიტიკური პარტია „ჩვენი სამშობლოც“ ჩვენთან მამალაძის ინიციატივით გაერთიანდა. ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია. მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა ქვეყნის გარედან იმართებოდეს, რომელი ქვეყანაც არ უდა იყოს ის. მამალაძისგან მართული პარტიები არ მოგვცემდა იმის გარანტიას, რომ ისინი ქართულ ინტერესებს გაატარებდნენ. გარდა ამისა, ლევან მამალაძე ძებნილია. ეს ყოველივე ჩვენი კოალიციის დაშლის მიზეზი გახდა. ჩვენ რთული გზა ავირჩიეთ, უარი ვთქვით დაფინანსებაზე და არც გამოგვიყენებია მათი ფინანსები. ჩვენ გვირჩევნია თავად ვმართოთ პროცესები და ვითანამშრომლოთ რუსეთთან და ასევე, სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა მეჭიაურმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics