02:57 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 13:32:20, 702 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა დოლიძისა და ფანასკერტელის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.  ლევან გოგიჩაიშვილი  ამომრჩევლის პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

“ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია. ამიტომაც, “ქართული ოცნების” პრიორიტეტებში თავიდანვე იყო თანამოქალაქეების ჯანრთელობაზე ზრუნვა და სოციალური საკითხები. დროულმა და ხელმისაწვდომმა სამედიცინო მომსახურებამ ათასობით ადამიანს მისცა განკურნების შესაძლებლობა და  მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი. ამისთვის, “ქართული ოცნების” მიერ 127,7%-ით გაიზარდა ბიუჯეტი. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. 10 000 -ზე მეტ ადამიანს დაეხმარა C ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც მომავალში უკვე ნებისმიერი მოქალაქე უფასოდ შეძლებს სარგებლობას“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.  

„კატასტროფული მდგომარეობა დაგვხვდა, მაგალითად, წყალმომარაგების კუთხითაც. ნახევარ მილიარდზე მეტი უკვე დაიხარჯა ამ პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო 1.5 მილიარდის პროექტები ამჯერად შესრულების პროცესშია, რაც დამატებით 500 000 ჩვენს თანამემამულეს უზრუნველყოფს წყალმომარაგებით. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვას,  ჩვენს პრიორიტეტად ყოველთვის დარჩება ადამიანი და კიდევ უფრო გაუმჯობესდება სოციალური პაკეტი. საბურთალოზე განხორციელებული პროექტები იქნება ნათელი ნიმუში “ქართული ოცნების” შემდეგი წარმატებული ოთხწლიანი მმართველობის, რასაც თქვენი თანადგომით და ერთსულოვნებით კიდევ ერთხელ მივაღწევთ”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ინფორმაციას პარიტის პრესსამსახური ავრცელებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics