04:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 17:57:03, 1511 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მესტიის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მესტიის აეროპორტს ეწვია და აეროპორტში მიმდინარე ინტერიერისა და ექსტერიერის განახლების სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, მესტიის აეროპორტს საკმაოდ რთულ საექსპლუატაციო პირობებში უწევს ოპერირება. ამასთანავე, 2010 წელს, აეროპორტის მშენებლობის დროს, შეზღუდული ბიუჯეტისა და ვადების გამო, სათანადოდ ვერ განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

შესაბამისად, წლების განმავლობაში მიმდინარე შეკეთებების მიუხედავად, პრაქტიკულად, გასულ წელს დადგა ტერმინალის განახლების აუცილებლობა. 

აქედან გამომდინარე, აეროპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფისა და განახლების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ მიმდინარე წელს დაიგეგმა და განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოები: აეროპორტის მთლიან პერიმეტრზე მოეწყო შემოვლითი გზა ტერიტორიის უკეთ პატრულირებისთვის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განახლდა აეროპორტის მთლიანი შემოღობვა, კაპიტალურად გარემონტდა აეროპორტის ტერმინალის შენობის მთლიანი მინის ფასადი,  ტერმინალში დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების ახალი, გაუმჯობესებული სისტემა და ა.შ.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად მიმდინარეობს აეროპორტის ტერმინალის შიდა ინტერიერის განახლების სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსათვის იგეგმება.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics