21:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 10:08:07, 1708 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ცემაში ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებულ ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარეს, თამარ ხაჭაპურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება  ხელვაჩაურის სასამართლომ მიიღო. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მის მეუღლეს კი, 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ოქტომბერს ჩაინიშნა.

შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ.

გამოძიება, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics