09:05 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 14:07:44, 635 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ბარნოვის და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ვაკეში, ბარნოვისა და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარე  გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო. 

“ბარნოვის და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები: იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კეთდება სანიაღვრე სისტემა, ეწყობა  ტროტუარები. მთლიანად, თავიდან ბოლომდე იგება გზები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უახლოესი სამი კვირის განმავლობაში, ვიდრე ქალაქი სრულად დაიტვირთება, ჩვენ ძირითად სამუშაოებს დავასრულებთ და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი გვექნება ქალაქში,”- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მცხეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა, მზადდება ტროტუარები. იცვლება სანიაღვრე სისტემა. 

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაკეტილია მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე, მეორე ეტაპზე კი, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჰერიო" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი. 

რაც შეეხება ბარნოვის ქუჩას, ამჟამად მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ბარნოვი-პეტრიაშვილის კვეთიდან მრგვალ ბაღამდე. ასევე, ეწყობა ახალი ბაზალტის ბორდიურები. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ახალი სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, ბორდიურების და სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.  

ვასილ ბარნოვის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 1 106 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს  “ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics