18:56 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 22:11:10, 749 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: “რესპუბლიკური პარტია” ნაცმოძრაობის ტრადიციების გამგრძელებელია

“რესპუბლიკური პარტია” ნაცმოძრაობის ტრადიციების გამგრძელებელია" - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

ინაშვილის განცხადებით, მას ძალიან სურს "პოლიტიკაში ახალი სისხლი, ახალი ადამიანები შემოვიდნენ".

“მე მაგალითად, ვიცოდი რა, რომ პარტიას ეს ნომერი ეკუთვნის, ბრძოლას კი არ დავუწყებდი, არამედ მხარს დავუჭერდი, მაგრამ ასე არ აზროვნებენ და ქართულ პოლიტიკაში ჭაობი ამიტომაც არის. არის ძალიან დიდი კასტა, რომელიც პოლიტიკურ სივრცეს აზის და იქ არავის უშვებს. ძალიან მინდა, პოლიტიკაში ახალი სისხლი, ახალი ადამიანები შემოვიდნენ და ეს ჭაობი ოაზისად გადაიქცეს”, - განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით,  “რესპუბლიკური პარტია” "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციების გამგრძელებელია.

“რესპუბლიკური პარტია” ნაცმოძრაობის ტრადიციების გამგრძელებელია. ვის უნდა დაუძახოს რუსეთის აგენტი და პრორუსი დავით უსუფაშვილმა, რომელიც 9 აპრილის მერე პარტიაში დარჩა და კიდევ ახალ საბჭოთა კონსტიტუციას წერდა?! ეს ხალხი, რომელიც კომუნისტური პარტიის იდეალებს ემსახურებოდა, მე, ირმა ინაშვილს პრორუსს მეძახის. ეს “პროები” საკუთარ პარტიაში მოიკითხონ ძმებ სტუკაჩოვების თამადობით, რომლებიც “პაგონებს” ბალიშის ქვეშ ინახავენ, თორემ მე და ჩემი გუნდი აფხაზეთშიც ვიბრძოდით და სამაჩაბლოშიც, რომ ჩვენი მიწა დაგვეცვა. იმ რუსულ ძალას და ტანკებს კიდევ ჩვენ დავუდგებით წინ, თორემ ისინი მათთან დასახვედრად, ცხინვალთან წითელი დროშებით გაცვივდებიან”, - განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში შესვლისთანავე შექმნის საგამოძიებო კომისიას, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” საქმიანობას შეისწავლის.

“კომისია შეისწავლის, როგორ გააყალბეს მათ საგარეჯოს არჩევნები და ყველა დაისჯება. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუ რა ელის “რესპუბლიკურ პარტიას”, რომელიც იმ დროისთვის პარლამენტში არ იქნება, რადგან ბარიერს ვერ გადალახავს”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კლევერლი - გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს
„მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების მცდელობა“ - პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებს, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
კობიაშვილი - ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა და თავდასხმა ხორციელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics