20:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:46:03, 648 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი ანაკლიაში "მომავლის ბანკს" ესტუმრა

გიორგი მარგველაშვილი დღეს ანაკლიის "მომავლის ბანაკს" ესტუმრა და ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი,"მომავლის ბანაკში" სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლა, რომელმაც პრეზიდენტს ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და შემეცნებითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და ბანაკის მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

"მომავლის ბანაკში" 14 - დან 18 წლამდე ასაკის 300 ახალგაზრდა ისვენებს, ბანაკი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics