21:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 16:16:01, 626 ნახვა

საზოგადოება
ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები განიხილეს.
 
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო  ორგანიზაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.
 
OSCE/ODIHR-ი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს. ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას.  OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება.  
 
დღევანდელ შეხვედრას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრ კელჩევსკი, ხელმძღვანელის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი,  მრჩეველი ალექსი ლიჩკოვახი, გრძელვადიან დამკვირვებელთა კოორდინატორი კერსტინ დოქტერი, ანალიტიკოსი საარჩევნო საკითხებში ვანია ანგუელოვა, ანალიტიკოსი იურიდიულ საკითხებში ენირა ბრანიცსკაია და ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში დიმაშ ალჟანოვი ესწრებოდნენ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics