10:40 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 16:44:13, 1870 ნახვა

მსოფლიო
გაერო: იემენში 18-თვიანი კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია

იემენში სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია, - ამის შესახებ BBC გაერო-ს სპეციალურ კოორდინატორზე იემენის საკითხებში ჯეიმს მაკგოლდრიკზე დაყრდნობით იუწყება. 

გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ციფრი სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიწოდებელ ოფიციალურ ინფორმაციას ეფუძნება. 

ცნობისთვის, იემენში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე 18 თვე გრძელდება.

როგორც მაკგოლდრიკმა განაცხადა, იემენში დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სამედიცინო დაწესებულებები არ არის და დაღუპულების რეგისტრაცია არ ხდება.

გაერო კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, გააკეთონ ყველაფერი იემენში სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად.

ცნობისთვის, იემენში  მთავრობის მხარდასაჭერად შექმნილი სამხედრო კოალიცია 2014 წლიდან იბრძვის მეამბოხე შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ. იემენის ხელისუფლება და საუდის არაბეთი ჰუსიტების მფარველობაში ირანს ადანაშაულებენ.

ზავის გამოცხადების უამრავი მცდელობის მიუხედვად, შეტაკებები იემენში დღემდე არ წყდება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics