00:07 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 18:22:25, 653 ნახვა

რეგიონი
ნუგზარ სურმანიძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის რანგში ბოლო საანგარიშო შეხვედრა გამართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მინისტრის რანგში ბოლო საანგარიშო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ცნობით, ნუგზარ სურმანიძემ მოხსენებისას ყურადღება გაამახვილა რეგიონის ჯანდაცვის სიტემის მიღწევებზე, დანერგილ სიახლეებზე და ახალ ინფრასტურუქტურულ პროექტებზე.

"დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში მოვისმინეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ბევრი რამ გაკეთდა ამ სფეროში. არ შეიძლება ამის არდანახვა. ის ძალიან ეფექტური მენეჯერია. არჩევის შემთხვევაშიც იგი იქნება ხალხის სამსახურში და გააგრძელებს იმ კეთილ საქმეებს, რომლებსაც ყოველთვის აკეთებდა. მინდა მას ვუსურვო წამრატებები“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ და ნუგზარ სურმანიძესთან ერთად მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს მუხლჩაუხრელი შრომისა და ხალხის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისათვის.

„გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო წინასაარჩევნო პროცესებში, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვტოვებ მინისტრის პოსტს. გადადგომის შესახებ მთავრობის თავმჯდომარეს წერილობით უკვე მივმართე. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ რეგიონის ჯანდაცვის სფეროში, გავზარდეთ ბიუჯეტი და სამედიცინო მომსახურებების მოცულობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით ყველა პრობლემა დაიძლია, ჩვენ შევეცადეთ მოსახლეობისათვის მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ის სერვისები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. ვახორციელებთ 23 პროგრაამას, 4 წლის განმავლობაში რეგიონის ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 40 მილიონამდე ლარი ყველა პაციენტზე მიზნობრივად გაიხარჯა და მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები სრულად შევასრულეთ“, - განაცხდა მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ.

„მნიშვნელოვანია, რომ 2012 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 7,503,000 ლარს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 90 %-ით გაიზარდა და 2016 წელს შეადგენს 14,057,940 ლარს.

ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამები. 2012 წელს სამინისტრო ახორიელებდა 11 პროგრამას, ხოლო 2016 წელს ახორციელებს 23 პროგრამას.

2013-2016 წწ სამინისტრომ მიზნობრივი ჯგუფებისათვის გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, სიახლეები დანერგა სოციალური დაცვის სფეროში, შეიმუშავა ახალი პროგრამები და ქვეპროგრამები, შეცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია. კერძოდ, შეამცირა თანაგადახდა პაციენტების სასარგებლოდ.

2013-2016 წწ სამინისტროს მიერ მოსახლეობისათვის მიწოდებული სერვისების რაოდენობა შედაგენს - 1 006 084-ს.

კერძოდ: ჯანმრთელობის დაცვა - 845,346; სოციალური დაცვა - 7,913; საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 152,825.

2013-2016 წწ დაიწყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება; ძვირადღირებული კარდიოქირურგიული ოპერაციების დაფინანსება; ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცის დაფინანსება; მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის თანადაფინანსება; ბავშვთა ადრეული განვითარების დაფინანსება; სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსის დაფინანსება; სმენის სკრინინგი ახალშობილებში; სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა; კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების სკრინინგი მაღალმთიან აჭარაში; ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების კვლევა ორსულებში; C ჰეპატიტის დიგნოსტიკის თანადაფინანსება; ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა ახალშობილ ტყუპებზე, თითოეულზე 1 000 ლარის ოდენობით; 500–დან 1000 ლარამდე გაზარდა 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა; 1500-ლარიდან 4000-ლარამდე გაზარდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების მატერიალური დახმარება; მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დასქმებულ სოფლის ექიმებს ხელფასზე დანამატის სახით დაენიშნათ 300 ლარი, ბარში დასაქმებულებს 150 ლარი; განახორციელა თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული 228 მედდის მიზნობრივი პროფესიული გადამზადება; მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა; ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევა; განხორციელდა შრომის მაძიებელთა პროფესიული გადამზადება; ამოქმედდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics