22:15 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 20:04:52, 909 ნახვა

სხვადასხვა
The Guardian-ი თბილისის კლუბურ ცხოვრებაზე სტატიას აქვეყნებს

კლუბის მოყვარულებო, დაივიწყეთ ლონდონი და ბერლინი - საუკეთესო ადგილი ცეკვისთვის აღმოსავლეთ ევროპაა, - ასეთი სათაურით The Guardian-მა არტურ ჰაუზის სტატია გამოაქვეყნა. 

სტატიის ავტორის თქმით, როდესაც ლონდონის კლუბური კულტურა დასასრულს უახლოვდება, აღმოსავლეთ ევროპაში კლუბები განვითარების მწვერვალზეა.

აღსანიშნავია, რომ სტატიის დიდი ნაწილი თბილისის კლუბურ ცხოვრებას ეძღვნება.

“თბილისში მდებარე საბჭოთა კავშირის დროინდელი რესტორანი “მტკვარზე” მდინარეზეა გადაკიდებული, აქ საქმე მხოლოდ ადგილსა და მუსიკაში არ არის; აქ შეკრებილი ხალხისგან მოდის შეგრძნება, რომ ეს არის ახალი და ამაღლვებელი სცენა, რაღაც პოზიტიური და დაგვიანებული”, -ნათქვამია სტატიაში.

არტურ ჰაუზმა აღნიშნა, რომ თბილისის კლუბურმა ცხოვრებამ საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. ავტორი განსაკუთრებული ყურადღებით აღნიშნავს კლუბ “ბასიანს“.

“ბასიანი” საბჭოთა დროინდელი „დინამოს“ საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთავარ საცეკვაო მოედნად აქ მიტოვებული საცურაო აუზია გამოყენებული”, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისი იზიდავს, როგორც ცნობილ უცხოელ დიჯეებს, ისე ადგილობრივ ნიჭიერ მუსიკოსებს.

„როგორც მრავალ აღმოსავლურ კლუბებში, თბილისი იზიდავს, როგორც ცნობილ უცხოელ დიჯეებს, ისე ადგილობრივ ტალანეტს. კლუბების ორგანიზატორები თანხმდებიან, რომ თბილისის ანდერგრაუნდის მუსიკალური სცენა 90-იანი წლების ბერლინს ჰგავს”. “რა თქმა უნდა, ამ “ღარიბ, მაგრამ სექსუალურ” ქალაქებს თავიანთი წილი პრობლემები აქვთ. თუმცა ამ კონტექსტში, ტექნოსცენა ჯანმრთელია, ეს არის ჰედონიზმზე მეტი, ეს კლუბები უზრუნველყოფს თავშესაფარს იმისგან, რაც გარეთ ხდება - იქნება ეს ჰომოფობია, ნაციონალიზმი ან კიევის შემთხვევაში - ომი“, - წერს ავტორი. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics