07:53 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 10:40:14, 1378 ნახვა

სამართალი
ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს  მოქალაქეები მალხაზ რ. და სარდარ ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ  ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის სექტემბრის თვეში მალხაზ რ-მ, სარდარ ა.-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა  300 ცალი  ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

„მანვე დაამზადა და  მიმდინარე წლის 17 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები. 2016 წლის 22 სექტემბერს მალხაზ რ-მ. უკანონოდ დაამზადა და გაასაღა 7000 ლარის ოდენობის ყალბი 50 ლარიანი და 100-ლარიანი კუპიურები, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics