06:58 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 21:50:43, 804 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: დაჭერა არის ბოღმა ხალხის ხერხი, ჩემთვის სამაგიეროს გადახდა განვითარებული საქართველო იქნება

დაჭერა არის ბოღმა ხალხის ხერხი, ჩემთვის სამაგიეროს გადახდა განვითარებული საქართველო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ძალოვანები მათ მხარეს არ არიან, პოლიცია მათ მხარეს არ არის და ხალხი მათ მხარეს არ არის. დაჭერა არის ბოღმა ხალხის ხერხი, ჩემთვის სამაგიეროს გადახდა იქნება განვითარებული საქართველო”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორის განცხადებით, არჩევნები ვერ გაყალბდება. მისივე თქმით,  ”რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგები იქნება მართალი.

”ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია, რომ რაღაც არ გააყალბოს და არ იმანიპულიროს, მაგრამ არსებობს უამრავი მექანიზმი, იქნება ეგზიტპოლი. ”რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლი ხომ იქნება. 2012 წელს კომისიის ინფორმაციას კი არ დაველოდე, ”რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგები ვნახე და მაშინ გამოვაცხადე, რომ წავაგეთ. ყველამ იცის, რომ ”რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგები იქნება მართალი. როცა მივალთ არჩევნებზე, ვუთხრათ სიმართლე, ეს შეიკრიბება დიდ მდინარედ, რომელიც შემდეგ იქცევა წარღვნად ივანიშვილისთვის”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics